Published on: 09 August 2018
Ferrari გამოიმუშავებს ყველაზე მეტს: ყოველ ავტომობილს 69 000 ევრო მოგება მოაქვს
მოგების მაჩვენებელი მწარმოებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამით შესაძლოა იმის ნახვა თუ როგორ მისდის კომპანიას საქმე. მოგების გაზრდაზე მუშაობა მწარმოებლებში ყოველთვის ხდება წარმოების ოპტიმიზაციის გზით, წამგებიან მიმართულებებზე უარის თქმითა და სხვა მეთოდებით.
როგორც გერმანელი ეკონომიკის პროფესორის ფერდინანდ დუდენხოფერის კვლევებმა აჩვენა, 2018 წლის პირველ ნახევარში იტალიელი სუპერქარების მწარმოებელი ყველაზე მომგებიანი ბრენდია. Ferrari ღებულობს 69 000 ევროს მოგებას თითო ავტომობილში. Jaguar Land Rover -ი საპირისპირო მხარეს აღმოჩნდა, კომპანია ავტომობილში 800 ევროს იგებს.
რაც შეეხება გერმანელ პრემიუმ-ბრენდებს, მკვლევარი ამბობს, რომ Porsche მოგებით ორჯერ აჭარბებს თავის კონკურენტებს Mercedes-Benz, BMW და Audi.