Published on: 21 August 2015
Ferrari Califronia უფრო აგრესიული გახდება
ბოლო ინფორმაციით განახლებული Ferrari California წარმოდგენილი იქნება 2017 წლისთვის. ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, მაგრამ თუ ჭორები მართალი აღმოჩნდა Ferrari California საგრძნობლად აგრესიული გახდება, ხოლო მისი დიზაინი რადიკალურად შეიცვლება. რათქმაუნდა მოსალოდნელია სიმძლავრის გაზრდაც.
წყარო იუწყება, რომ სპორტული ავტომობილი შემუშავდება სრულიად ახალ პლატფორმაზე, რომელშიც აქტიურად გამოიყენება ალუმინი. ამასთან ერთად კაბრიოლეტი მიიღებს მსუბუქ გადასაფარებელ სახურავს.
ძრავების ვარიანტი გამოცანად რჩება. ჭორებს თუ დავეყრდნობით მოდელის საწყისი ძრავა იქნება 2,9 ლიტრი მოცულობის V6 ტვიბ-ტურბო, რომელიც გამოიმუშავებს 600 ცხ.ძ. -ას. Ferrari California -ს მძლავრი ვერსია კი მიიღებს 3,8 ლიტრი მოცულობის v8 ტურბინირებულ აგრეგატს.