Published on: 08 October 2014
Nissan -მა ევროპაში Pulsar -ი მოიყვანა.
პარიზში Nissan -ის სტენდში Nissan Pulsar-ის პრემიერა გაიმართა. ახალი Nissan Pulsar იწვევს პრაქტიკულ Volkswagen Golf -ს. იგი სალონებში გამოვა შემოდგომის ბოლოსთვის. როგორც იაპონელები ირწმუნებიან Nissan Pulsar ის ევროპული ვერსია განსხვავდება თავის კლასში – საუკეთესო კომფორტით მგზავრების ფეხებისა და ზურგისთვის, ბორბლის ბაზური სიგრძით 2700მმ და ძრავის მცირე არჩევნით. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება 110 ცხ. ძ. -იანი დიზელი და ცოტათი ცოცხალი 115 ცხ.ძ. -იანი, ბენზინის 1.2 ლიტრი მოცულობის ტურბოძრავა. მას აგრეთვე ექნება 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი. შემდგომ გაზაფხულზე ნავარაუდებია ახალი “დამუხტული” ვერსიის გამოჩენაც, რომელსაც 190 ცხენის ძალა ექნება.