სტატიები

Published on: 26 October 2014

ევროპა ემშვიდეობება Honda Accord -ს

5d6d18585f30cb2e92afed8c75

2015 თებერვალში Honda შეწყვეტს Accord -ის ევროპული ვერსიის წარმოებას. ამის შესახებ The Motor Report -ს განუცხადა ავსტრალიური ქვედანაყოფის გენერალურმა დირექტორმა სტივენ კოლინზმა. მან განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა Honda -ს ხელმძღვანელობის მხრიდან ბაზარზე მოთხოვნის დაცემის ფონზე.ამასთან ერთად აშშ-ს , ჩინეთისა და რუსეთის ვერსიებს არაფერი ემუქრებათ. 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ , რომ ერთ დროს დასავლეთ ევროპაში პოპულარული საშუალო ზომის სედანების სეგმენტი საგრძნობლად შემცირდა; 800 000 ერთეულიდან დღევანდელი მონაცემებით 550 000 ერთეულამდე. ამასთან ერთად იაპონიიდან იმპორტირებული Accord -ის ფასი საგრძნობლად აღემატება კონკურენტების ფასებს და ამიტომაც არ შედის ევროკავშირის ქვეყნების ტოპ ხუთეულში. რომელის სათავესაც ამშვენებს Volkswagen Passat -ი, რომელსაც მოსდევს Opel Insignia, Ford Mondeo, Skoda Superb -ი და Peugeot 508.

თეგები:


Back to Top ↑