სტატიები
Published on: 28 August 2015
ესპანურმა “პამიდვრებით ბრძოლამ” Google Street View -ი შეიწირა
რამოდენიმე დღის წინ ესპანეთის პატარა ქალაქ ბუნოლში გამართულმა “ლა ტომატინა” -მ ( ესპანური დღესასწაული, რომლის დროსაც ხალხი ერთმანეთს პამიდვრებს ესვრის) Google -ს ავტომობილი შეიწირა. ზუსტად ის ავტომობილი, რომელიც იღებს სურათებს Street View სერვისისთვის.
ყველაფერი ასე მოხდა: ავტომობილი თავისი აღჭურვილობითა და შესაბამისი გარეგნობით ასრულებდა დავალებას – უნდა გადაეღო ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა ზუსტად ლა ტომატინას პროცესში, რომელიც უკვე რამოდენიმე ათეული წლებია ტარდება.
დღესასწაულში მონაწილე ხალხი ავტომობილს პამიდვრების სროლით დახვდა. ამის შემდეგ კი მასზე დაიწყეს ასვლა, რისთვისაც Google Street View -ი მზად არ იყო და დაზიანდა.