სტატიები

Published on: 03 November 2015

ელექტრომობილები ერთ დამუხტვაზე 10 -ჯერ მეტ მანძილს დაფარავენ

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ ახალ ლითიუმ-ჟანგბადის ბატარეებზე. რომლებიც საგრძნობლად გაზრდიან ელექტრომობილების ერთ დამუხტვაზე გასავლელ მანძილს და ამასთან, Financial Times -ის თქმით, ლითიუმ-იონურ ანალოგებზე გაცილებით მომგებიანები იქნებიან.

საიდუმლო არ არის, რომ ერთ დამუხტვაზე გასავლელი მანძილის სიდიდე ელექტრომობილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ სფეროში საგრძნობი პროგრესის მიუხედავად ავტომძღოლების უდიდესი ნაწილი მაინც ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებს ამჯობინებს. თუმცა, როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან ლითიუმ-ჟანგბადის ბატარეას ნამდვილი გადატრიალების მოწყობა შეუძლია, რადგან მისი დახმარებით ელექტრომობილი ერთ დამუხტვაზე 10 -ჯერ მეტი მანძილის დაფარვას შეძლებს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ტექნოლოგია მხოლოდ გასავლელი მანძილის უპირატესობით არ სარგებლობს. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ლითიუმ-ჟანგბადის ბატარეები მათ დღევანდელ ანალოგებთან შედარებით 5 -ჯერ მსუბუქები და 5 -ჯერ იაფები იქნებიან.

კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტები აცხადებენ, რომ დაახლოებით 10 წელი იქნება საჭირო იმ პერიოდამდე, მანამ ლითიუმ-ჯანგბადის ბატარეები მასიურ წარმოებაში გაიშვება.

 

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑