Published on: 22 December 2017
Ebay -ზე გასაყიდად Tesla Model S -ის ლიმუზინი გამოიტანეს
გამომგონებლები ვერაფრით ვერ ანებებენ Tesla Model S -ს თავს. ცოტახნის წინ მათ ავტომობილისაგან უნივერსალი შექმნეს, ახლა კი მზადებაში ლიმუზინია. ავტომობილი eBay -ზე იყიდება, თუმცა პროექტი ჯერ-ჯერობით არ არის დასრულებული. გამყიდველი აცხადებს, რომ წინასწარი გადახდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება პროექტის მალე დასრულება და ავტომობილის საერთო მოხმარების გზებზე გამოყვანა.
მოცემულ მომენტში Model S -ის ლიმუზინი დაახლოებით 65 000 დოლარი ღირს და აუქციონის დასრულებამდე სამი დღე დარჩა. მსოფლიოში პირველი Tesla Model S -ის ლიმუზინის ოდომეტრზე სულ 241 კილომეტრია.
ეს მოდელი აღჭურვილია 85 კვტ/სთ -იანი ბატარეით, გამოიმუშავებს 380 ცხ.ძ. -სა და ერთ დამუხტვაზე 407 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. 65 000 დოლარი ბევრად ნაკლებია იმ თანხაზე (88 000), რომლითაც ახალი Model S -ის ყიდვა არის შესაძლებელი.