სტატიები

Published on: 08 October 2014

ავტოკარდიოლოგია: ძრავის სწორი ექსპლუატაცია

რა მოსდის ადამიანს, რომელსაც  გული აწუხებს? კარგი არაფერი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ყოველ ავტომობილს აქვს გული და მასზე ზრუნვა მთლიანად ეკსირება მის მფლობელს, რომელზეც დამოკიდებულია თუ რამდენ ხანს იქნება ავტომობილი ფორმაში და არ მიიღებს ნაადრევ ასე ვთქვათ “ავტოიმფაქტს”.

expluatationengine1 თქვენი ავტომობილის ძრავის მდგოამრეობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე : თუ რა პირობებში გიწევთ მისი მუშაობა, ტექნიკურ დატვირთვებზე, საწვავისა და ზეთის ხარისხზე, იმაზე თუ რამდენად კარგად მუშაობს ჰაერის გაწმენდის სისტემა და ბევრი სხვა რამ.

expluatationengine2      როცა ლაპარაკი მიდის ავტომობილის ძრავაზე, არასწორად შერჩეული ზეთი შეიძლება გახდეს მისი დაღუპვის მთავარი მიზეზი. პირველი რეკომენდაცია – ზეთის დროული შეცვლა. უკეთესია ამის გაკეთება ცოტათი უფრო ადრეც, მაგალითად თუ რეკომენდირებულია შეცვლა ყოველ 10 ათას კილომეტრში, შეცვალეთ 7.5 ათას კმ-ში.

expluatationengine3 ყოველ დილით გაზომეთ ზეთის დონე.

თანამედროვე ზეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ძრავაში ასხავენ მას. ეს იქნება ბენზინის თუ დიზელის. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ არჩეული ზეთი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების კლასს, აუცილებელი არა, რომ ეტიკეტზე ამოიკითხოთ წარწერა “diesel”.

expluatationengine5

როგორც ზეთი ასევე საწვავის ფილტრი საჭიროებს გამოცვლას. რომელიც უნდა მოხდეს ყოველ 10 ათას კილომეტრში. თუ თქვენ გაქვთ დრო და სახსრები არ დაგეზაროთ წელიწადში 2 ჯერ მოხსნათ საწვავის ავზი რათა გაასუფთავოთ ის. როცა ამას გააკეთებთ და დაინახავთ თუ რა გამოვა, ეს პროცედურა თავის აქტუალურობას გაამძაფრებს.

expluatationengine6(1)~

ყოველი 60 ათასი კილომეტრის შემდეგ შეცვალეთ რემენი. უსაფრთხოებისთვის არღირს ვიმედოვნოთ, რომ ის გაძლებს 100 ათას კილომეტრს, რომელიც მითითებულია ინსტრუქციებში.

expluatationengine7 თუ თქვენ მიეჩვიეთ ეკონომიას, ჯობია ეკონომიურად ხარჯოთ რესტორანში და არა ძრავის ნაწილის შეძენისას. პატივი ეცით თქვენი ავტომობილის ძრავას.

expluatationengine8

აგრეთვე არ დაგავიწყდეთ აკონტროლოთ ანტიფრიზის დონე. გამაგრილებელი სითხის არარსებობა საზიანოა ისევე როგორც, ცივი სითხის ჩასხმა ცხელ სისტემაში და პირიქით ცივ ძრავაზე ცუდად იმოქმედებს გაცხელებული ანტიფრიზი.

expluatationengine12

თუ თქვენი ძრავა არ იქოქება, შეამოწმეთ სტარტერი. არ ღირს მისი წვალება 10 წამზე მეტი. შემდეგ მცდელობამდე დაიცადეთ 30 წამი, რათა ის გაცივდეს.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑