Published on: 26 October 2014
როგორ შევაჩეროთ ავტომობილის გამტაცებელი SMS -ის საშუალებით?
კენიელმა კელვინ მაჩარიამ გამოიგონა ავტომობილის გატაცების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც კოკურენციას გაუწევს მსოფლიო ანალოგებს. როგორც CNN- ი იუწყება მაჩარიას გატაცების საწინააღმდეგო სისტემის გამოგონება თავში მოუვიდა ორი წლის წინ, როდესაც მის ნათესავს ავტომობილი გასტაცეს. სტუდენტმა-ტექნიკოსმა გამოიგონა საკუთარი მრავალფუნქციური სისტემა, რომელიც არა მარტო უზრუნველყოფს გატაცებული ავტომობილის უკან დაბრუნებას, არამედ ეხმარება პოლიციელებსაც დამნაშავის იდენტიფიკაციაში.
სისტემა მოწყობილია ჭკვიანურად. შენიღბული GPS -მოდული აფიქსირებს ავტომობილის ადგილმდებარეობას და გადასცემს კოორდინატებს ავტომობილის მეპატრონეს ტელეფონში და სიტუაციურ ცენტრში. თუკი ავტომობილის სალონში შეიპარა გამტაცებელი, მას იმ წამსვე გადაუღებს სურათს ფარული კამერა. მაგრამ სისტემის მთავარი ღირსება იმაშია, რომ შესაძლებელია ძრავის ჩაქრობა დისტანციურად SMS -ის საშუალებით. მეპატრონემ მთავარია გაგზავნოს კოდური სიტყვა და ძრავა იბლოკება, რის შედეგადაც შეუძლებელია მისი დაქოქვა განბლოკვამდე.