Uncategorized

Published on: 15 October 2014

ძრავის დიაგნოსტიკა

სმენა დიდ როლს ატარებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი ტიპიური შემთხვევა, რომელიც კარგი სმენის საჭიროებას ამტკიცებს, მაშინაა როცა თქვენს ავტომობილს პრობლემები აქვს. ადამიანის სმენის დახმარებით შესაძლოა ავტომობილის სხვადასხვა პრობლემის აღმოჩენა. ხმების უმეტესი რაოდენობა, რომლებიც წამოსულია გაფუჭებული ავტომობილიდან შეიძლება დავახასიათოთ, როგორც წრიპინი, კაკუნი, ტკაცუნი და ა.შ.  თუ თქვენ ასეთ ხმებს გაიგებთ თქვენი ავტომობილიდან ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ავტომობილი განიშნებთ მიაქციოთ მას ყურადღება.

თუ თქვენი ავტომობილიდან წივილის მსგავს ხმას გამოსცემს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა ძრავის ბრუნვის სიხშირეშია.  გაუმართაობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გაზის გამანაწილებელ ან კონდიციონერის რემენთან, ასევე მოძველებულ საკისართან. ეს ხმა აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს, სამუხრუჯე კალოდკები ან დისკები გამოსაცვლელია.

მკვეთრი ტკაცუნი შეიძლება დაკავშირებული იყოს ძრავის ბრუნვის რაოდენობასა და ავტომობილის მოძრაობის სიჩქარესთან. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ დაიღუნა “ვენტილატორის” პირები, გაიჭედა კლაპანი ან სულაც ზეთის დაბალ დონეზე მიგვანიშნებდეს.

გრუხუნი – დაბალი, რითმული, ტონალური ხმა. ეს ხმა შეიძლება გამოწვეული იყოს ავტომობილის დეფექტური ნაწილებიდან. მაგალითად გამოსაბოლქვი სისტემის მილიდან ან მაყუჩიდან.

ეს ხმები ითვლება არასასურველად, მათი ფორმის მიუხედავად. ამრიგად თუ გაიგეთ მსგავსი ხმები თქვენი ავტომობილიდან აჯობებს დროულად მიაქციოთ ყურადღება.

თეგები: , ,


Back to Top ↑