სტატიები

Published on: 14 November 2017

დუბაიში ოქროთი მოპირკეთებული McLaren -ი წარმოადგინეს

დუბაის ავტოშოუს ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მოოქროვებული McLaren 720S. ავტომობილი შექმნილია ერთ ეგზემპლარში, რომელსაც უკანა სპოილერზე ბრიუს მაკლარენის ციტატა აქვს დატანებული.

საერთო ჯამში ავტომობილის მოპირკეტებაზე 120 საათი დაიხარჯა. ჯამში ექსკლუზიურმა McLaren -მა მიიღო მოოქროვებული ექსტერიერის ელემენტები, ასევე 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული ძრავის განყოფილება. ინტერიერში გამოყენებული იქნა ტყავი, ოქრო და კარბონი.

ავტომობილის ტექნიკური მონაცემები უცვლელი დარჩა. McLaren 720S აღჭურვილია 4 ლიტრი მოცულობის V8 ძრავთ, რომელიც გამოიმუშავებს 720 ცხ.ძ. (770 ნმ.). ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 341 კმ/სთ.

თეგები: , ,


Back to Top ↑