სტატიები

Published on: 15 October 2018

დუბაის ქუჩებში უპილოტო ტაქსები გამოჩნდნენ

დუბაიში შეპირებული მფრინავი უპილოტო ტაქსები ჯერ არ გამოჩენილა,მაგრამ ჩვეულებრივი უკვე მზადაა მგზავრების გადასაყვანად. Mercedes-Benz-ის ბაზაზე აწყობილი უპილოტო სედანები აღჭურვილნი არიან სენსორებით, ვიდეო კამერებით და ლაზერის მანძილის მზომებით. ამ “უპილოტოების” მაქსიმალური სიჩქარე ძალიან ცოტაა და სულ რაღაც 32 კმ/სთ -ს შეადგენს. სამაგიეროდ ეს უსაფრთხო იქნება.

პირველი სატესტო გასვლა 14 ოქტომბერს დუბაიში GITEX 2018-ის გამოფენზე გაკეთდა.ახალ საქალაქო ტრანსპორტზე გრანდიოზული გეგმებია. იგეგმება, რომ 230 წლისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უპილოტო ტაქსები ბაზრის მეოთხედს დაიკავებენ.

უპილოტო ტაქსები დუბაის ქუჩებში სამი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში ივლიან, რის შემდეგაც პროექტის ბედი გადაწყდება. კომპანია Dubai’s Roads and Transport Authority აცხადებს, რომ “უპილოტოების” გაშვება დუბაის, მსოფლიოში ყველაზე “ჭკვიან” ქალაქად გადაქცევისკენ, პირველი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑