Published on: 13 September 2014
უსაფრთხო სიარული წვიმიან ამინდში
მძღოლის ერთ-ერთ რთულ გამოცდად ითვლება ავტომობილით სიარული წვიმიან ამინდში. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ რთული და განსაკუთრებული აქ არაფერია. მაგრამ არ ღირს დასკვნების ნაადრევი გამოტანა. შეზღუდული მხედველობა, საბურავების არასაიმედო მოჭიდება გზის საფართან, სამუხრუჭე სისტემის შეზღუდული ეფექტურობა – ყველაფერი ეს შეიძლება საჭის დაუმორჩილებლობის და ავარიული სიტუაციის მიზეზი გახდეს. მძღოლები რომლებსაც წვიმა არ აშინებთ და თავდაჯერებული უმატებენ ავტომობილის სიჩქარეს, საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ თავს ასევე ავტო მოძრაობის სხვა მონაწილეებსაც.
წვიმიან ამინდში რეკომენდირებულია მაქსიმუმ 70კმ/სთ სიჩქარით სიარული. საქმე იმაშია, რომ უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში წყალი ვერ ასწრებს ავტომობილის საბურავებიდან გამოსვლას და საბოლოო ჯამში ავტომობილი მოძრაობს ასე ვთქვათ წყლის თხელ ბალიშზე. ასეთ პირობებში, თუ ავტომობილს საიმედო მოჭიდება არ აქვს ის ადვილად შეიძლება მოსრიალდეს და გადავარდეს სავალი ნაწილიდან.ასეთ შემთვევებში მნიშვნელობა აღარ აქვს რა სიმძლავრის არის ავტომობილი, რა სახის ელექტრული სისტემებითაა აღჭურვილი ან რა ფასის და ხარისხის საბურავებით არის აღჭურვილი, როცა მძღოლი ვეღარ დაიმორჩილებს საჭეს. ამიტომ რეკომენდრიებულია არ გადავაჭარბოთ 70კმ/სთ სიჩქარეს.