სტატიები

Published on: 10 May 2017

დრიფტი ძვირფასი ჭურჭლით სავსე დახურულ სივრცეში – Lexus-ის ექსტრემალური სარეკლამო რგოლი

Lexus-მა მომხმარებელს თავისი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლით, რომელზეც სააგენტო Team One-მა იმუშავა, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზა, თან იმდენად ექსტრემალური, ერთ ამოსუნთქვაში რომ უნდა უყურო. ერთი დიდი ოთახი, ბროლის ძვირფასი ჭურჭლით სავსე თაროები და სამი ახალი ავტომობილი GS F, RC F, LC 500.


ავტომობილებით მანევრირება ამ დახურულ სივრცეში იმდენად იდეალური უნდა ყოფილიყო, რომ ყველა ნივთი სრულიად უვნებელი დარჩენილიყო. თუმცა, როდესაც საჭესთან ისეთი პროფესიონალი ზის, როგორიც მაგალითად, დრიფტის მსოფლიო ჩემპიონი, რაის მილენია, სანერვიულო არაფერია. მართლაც, სამივე ავტომობილის გამოსვლამ უპრობლემოდ ჩაიარა. ამით ბრენდმა მომხმარებელი დაარწმუნა თავისი ახალი მოდელების ხარისხსა და მანევრირების უნარში, დახვეწილ დიზაინზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

წყარო: Marketer.ge

თეგები: ,


Back to Top ↑