ვიდეო

Published on: 13 April 2017

Dodge -მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი “მასლქარი” – Challenger SRT Demon -ი წარმოადგინა

ის, რომ Challenger SRT Demon -ი საოცრად სწრაფი იქნებოდა, ეს პირველი ვიდეო ტიზერებიდანაც ჩანდა. რამოდენიმე თვე Dodge თავის ფანების ინტერესებს უფრო და უფრო ამძრაფებდა. ახლა შეიძლება თავდაჯერებით ითქვას, რომ 402 მეტრიან დისტანციაზე ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილია. “დემონი” მილის მეოთხედს 9,65 წმ -ში ფარავს. 0-96 კმ/სთ აჩქარებას კი სულ რაღაც 2,3 წმ -ს ანდომებს.

როგორც მოსალოდნელი იყო ავტომობილი აღჭურვილია HEMI -ს 8 ცილინდრიანი კომპრესოლური ძრავით, რომლის მოცულობაც 6,2 ლიტრს შეადგენს და იმ შემთხვევაში თუ მასში უმაღლესი ხარისხის საწვავს ჩავასხავთ, რომლიც ოქტანობაც 100 -ზე მეტია, მაშინ ის  840 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, თუ ეს სიმძლავრე არაა საჭირო ავტომობილში სტანდარტული საწვავის ჩასხმაც შეიძლება.

კიდევ რა არის საინტერესო? როგორც მოსალოდნელი იყო ბაზურ კომპლექტაციაში “დემონი” მხოლოდ ერთი სავარძლით არის აღჭურვილი, დამატებითი სავარძლების დასაყენებლად მსურველს ფულის დამატება მოუწევს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის ვინც Challenger SRT Demon -ის საჭესთან სამართავად დაჯდება კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს, რადგან როგორც კომპანიაში აღნიშნავენ,  აჩქარებულ “დემონში” მძღოლი ისეთივე დატვირთვას განიცდის, როგორც ფორმულა 1 -ის პილოტები აჩქარებისას.

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑