სტატიები

Published on: 14 April 2019

Dodge Facebook-ში “ყველაზე საყვარელი” საავტომობილო ბრენდია

Dodge ყველასთვის კარგად არის ცნობილი თავისი მძლავრი ავტომობილებით. როგორც წესი თავიანთ მიღწევას კომპანიაში ცხენის ძალებითა და წამებით ზომავენ, რომლებითაც მათი ავტომობილები მილის მეოთხედს გადიან. ახლა მოვიდა დრო ბრენდმა თავი იქოს სხვა რამითაც: სტატისტიკის მიხედვით Dodge Facebook-ში ყველაზე საყვარელი საავტომობილო ბრენდია.

შეიძლება ეს ზოგს უცნაურ შეფასებად მოეჩვენოს, მაგრამ ბრენდმა თავის პოსტებზე სხვა საავტომობილო ბრენდებთან შედარებით ყველაზე მეტი გული დაიმსახურა. 2018 წლის განმავლობაში Dodge-ს პოსტებმა 461 187 გული მიიღეს, შედარებისთვის მისმა უახლოესმა კონკურენტმა Mercedes-Benz-მა 382 629 გული დააგროვა.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑