Published on: 10 March 2017
Dodge Challanger Demon -ის დინამიკა (+ვიდეო)
ამერიკული მასქლ ქარის Dodge Challenger Demon -ის სრულმაშტაბიან პრეზენტაციამდე დაახლოებით ერთი თვე დარჩა, კომპანია კი განაგრძობს თაყვანისმცემლების ახალი ტიზერით დაინტრიგებას. როგორც შემდგომ ვიდეო რგოლში ნახავთ “დემონი” მიიღებს მულტიმედიურ სისტემას, რომელშიც ინტეგრირებულია პროფესიონალური სარბოლო ტელემეტრია.
რა უნდა იცოდეს ნამდვილმა მრბოლელმა თავის ავტომობილზე? Dodge -ს აზრით მან უნდა იცოდეს შემდეგი: რა სიმძლავრეს გამოიმუშავებს ძრავა და რამდენია ბრუნვითი მომენტი, რამდენია ინტელქულერსა და ძრავაში არსებული ანტიფრიზის ტემპერატურა, რამდენია ზეთის წნევა, რა ტემპერატურაა გადაცემათა კოლოფში, ჰაერის ტემპერატურა შემშვებ ტრაქტში, რამდენად გახურებულია საწვავი, ძრავის კომპრესორის მუშაობის მონაცემები, რა მდგომარეობაშია მასქლ ქარის ბატარეა.
ცოტაა? კიდევ შესაძლებელია ნახოთ თუ რა დრო უნდება “დემონს” 0-60 მლ/სთ აჩქარებისთვის, 0-100 მლ/სთ აჩქარებისთვის, რამდენად სწრაფად რეაგირებს მძღოლი, რა ზეწოლას განიცდის სავალი ნაწილი მოსახვევში და სხვა… ყველა ამ ინფორმაციის ნახვა 8,4 დიუმიანი მონიტორით იქნება შესაძლებელი, რომლითაც Dodge -ს ეს მასქლ ქარი აღიჭურვება. ვიდეოში არსებულ კადრს თუ დავეყრდნობით 0-60 მლ/სთ აჩქარებას ავტომობილი 3 წამში განახორციელებს, თუმცა ეს ოფიციალური მონაცემები არ არის.