სტატიები

Published on: 25 January 2019

ჟენევის ავტოსალონში Honda-ს ახალ მოდელს წარადგენენ

Honda-ს ახალი პროტოპის დებიუტი მარტის თვეში ჟენევის ავტოსალონში შედგება. ავტომობილი შემუშავებული იქნა რეტრო სტილის კომპაქტური ელექტრონული ჰეჩბეკის მოტივებზე. კომპანიაში ხაზს უსვამენ იმას, რომ ახალი პროტოტიპის დებიუტი იქნება “ელექტრონული ხედვის” მორიგი დემონსტრირება, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ავტომობილების 2/3, რომლებიც რეალიზებულნი იქნებიან ევროპულ ბაზარზე, აღიჭურვებიან ელექტრონული აგრეგატებით.

მარკის შეტყობინებაში აღინიშნება, რომ ახალი ავტომობილი შემუშავებული იქნება განსაკუთრებული ყურადღებით იმ პარამეტრებისადმი, როგორებიცაა ფუნქციონალურობა და მრავალ მიზნიანი გამოყენება. ავღნიშნავთ, რომ მოდელის გავრცელებულ ფოტოებში მკაფიო კავშირი ჩანს Honda Urban EV-ის კონცეპტთან. სერიული ვარიანტის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ გავრცელებულა.

თეგები:


Back to Top ↑