სტატიები

Published on: 09 March 2018

ჟენევის ავტოსალონის ყველაზე უცნაური ავტომობილები

ჟენევის მიმდინარე ავტო შოუ მრავალფეროვანია სხვადასხვა უცნაური ავტომობილებით, ბევრს დასახელებაც კი უცნაური აქვს. ჩვენ შევარჩიეთ რამოდენიმე რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ, დანარჩენი კი თქვენ შეაფასეთ.

ეს არის საიუვილერო კომპანიის მიერ შექმნილი ავტომობილი, სახელად Corbellati Missile რომელსაც 500 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, ყოველ შემთხვევაში ასე იძახიან შემქნელები.

Sin S1 – ავტომობილი სახელწოდებით “ცოდვა”. აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია.

შემდეგი არის Eadon Green Zeclat. წარმოიდგინეთ Corvette-მა Bugatti -ად გადაქცევა მოინდომა, ვერ წარმოიდგინეთ? მაშინ შეხედეთ ფოტოს.

Icona Nucleus – თუ მომავალი ასეთი უნდა იყოს, მას სრულებით არ მივესალმებით.

Techrules Ren RS – სატვირთო სარბოლო ავტომობილი. აი ამის იქით ნამდვილად აქვს ფანტაზიას საზღვარი.

 

 

თეგები: ,


Back to Top ↑