ცნობილები

Published on: 12 February 2015

DJ Rembo (ლევან მდინარაძე) : “ზებრაზე დაუთმონ ფეხით მოსიარულეებს გზა, ეს ძალიან ადვილია”.

DJ Rembo: ყველას ვუსურვებ ბედნიერ მგზავრობას, დამშვიდებული ნერვებით იარონ, ერთმანეთს პატივი სცენ და დაიცვან მოძრაობის წესები. ასევე ზებრაზე დაუთმონ ფეხით მოსიარულეებს გზა, ეს ძალიან ადვილია.

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?

პირველი შეხება ავტომობილთან 5 წლის ასაკში მქონდა, ბაბუაჩემი მასწავლიდა ავტომობილის მართვას. მას შემდეგ 2011 წლამდე არ მქონია შეხება, არც მართვის მოწმობა მქონდა. 2011 წელს ჩემი ფულით შევიძინე პირველი ავტომობილი – Volkswagen Jetta და  შემდეგ ავიღე მართვის მოწმობა.

D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?

Mitsubishi Outlander -ი 2007 წლიანი. ახალი კუზაო, 2.4 ძრავით.

10965264_909721805714866_1303654944_o

D: თქვენი ოცნების ავტომობილი?10959607_909712235715823_7175425613489761678_n

Range Rover Sport -ი ახალი 🙂 .

ახალი Outlander -იც ძალიან მომწონს.

D: რა საწვავს ასხამთ?

პრემიუმს.

D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?

კი რამდენიც გინდა :D. ტარება ახალი ნასწავლი რომ მქონდა პირველივე თვეს 20 ლარიანი ჯარიმა მივიღე, მოძრაობა არ დავასრულე და ძალიან ცუდად გავჩერდი. შემდეგ იყო 2 ხაზის გადაკვეთა.

D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?

დიდ როლს არ ვანიჭებ. ვიყიდე და მომინდა ტარება მაშინ როდესაც უკვე ძალიან მჭირდებოდა.არასდროს არ ვსაუბრობ ავტომობილზე როდესაც მეგობრების წრეში ვხვდები. დღეს როდესაც ბევრი საქმე მაქვს ავტომობილის გარეშე წარმოუდგენელია ისევე, როგორც მობილური ტელეფონის გარეშე.

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

ძალიან ფრთხილი ვარ და არ მივეკუთვნები ექსტრემალურ მძღოლების კატეგორიას. ძალიან იშვიათად გამოვდივარ წონასწორობიდან. არ ვგავარ იმ მძღოლებს რომლებიც 24 საათი იგინებიან. მშვიდ მუსიკაზე ვმოძრაობ და ხშირად მეცინება…10420762_904035252950188_2252505451979670858_n

D: რაზე? 

ძირითადად მანდილოსნების ტარებაზე :D. სარკეს ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის   ცხოვრებაში. ალბათ უმეტეს მანდილოსნებს, რომელთაც დაჰყავთ ავტომობილი ჰგონიათ რომ სარკე იმიეთვისაა მანქანაზე… ანუ ჩვეულებრივი აქსესუარია მანქანისთვის. მოკლედ ვურჩევდი რომ ხშირად ჩაიხედონ სარკეში, განსაკუთრებით მაშნ როდესაც ერთი ზოლიდან მეორეში გადადიან, ამას უკვე ყველას ვურჩევდი :).

D: თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

ერთხელ ერთ მანდილოსანთან ერთად გავისეირნე ბუნების წიაღში ჩემი ახალი ავტომობილით. რატომღაც ვერ მივაქციე ყურადღება იმ მომენტს, რომ მანქანა როცა ჩავაქრე კონდიცირება და მუსიკა დავტოვე ჩართული. როდესაც შემოგვაღამდა და დავაპირეთ სახლში წასვლა მანქანა არ დაიქოქა. მომიწია მანქანის დატოვება და რამოდენიმე კილომეტრი ტყეში სიარული, სანამ გზაზე გამოვიდოდით.

D: გიყვართ სიჩქარე?

არც ისე. როდესაც მარტო ვარ, შედარებით სწრაფად ვატარებ და თუ ვინმე მიზის ძალიან ნელა, მაგრამ ყველაფერს ვასწრებ და საცობშიც ძალიან იშვიათად ვხვდები.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑