სტატიები

Published on: 14 June 2018

დიზელგეითის ექო: Volkswagen-ი გერმანიას ერთ მილიარდ ევროს გადაუხდის

კომპანია Volkswagen-ი გერმანიის მთავრობას გადაუხდის ჯარიმას ერთი მილიარდი ევროს ოდენობით, მიზეზით რომელიც ყველასთვის დიდიხანია ცნობილია – მავნე გამონაბოლქვის მონაცემებით მანიპულაცია.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ეთანხმება ჯარიმას და ამასთან აღიარებს თავის პასუხისმგებლობას. ავტო კონცერნში იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი “გამოიწვევს პოზიტიურ ეფექტს” სხვა სახელმწიფოებზე სადაც ასევე მიმდინარეობს ამ თემის გარჩევა.

აღნიშნული თანხიდან 5 მილიონი გახლავთ ჯარიმა “მავნე გამონაბოლქვის მონაცემებით მანიპულაციისათვის”.  995 მილიონი კი ეს არის კომპენსაცია არაკანონიერად მიღებული მოგებისათვის. თანხის გადარიცხვის შემდეგ საქმის წარმოება გერმანიაში კომპანიის მიმართ შეწყდება.

თეგები: , ,


Back to Top ↑