სტატიები

Published on: 05 October 2019

დიდ ბრიტანეთში პოლიციელმა გააჩერა ავტომობილი, რომელსაც საბურავზე “ბუშტები” ჰქონდა გამობერილი

დერბიშის საგრაფოს საპატრულო პოლიციამ რამოდენიმე დღის წინ გააჩერა მინივენი, რომლის საბურავმაც მათი ყურადღება მიიქცია. ეს დეფორმაცია ფოტოზე კარგად არის შესამჩნევი.

მძღოლს მოცემული მდგომარეობა სრულებით არ აღელვებდა, იმ მომენტში ის ბრუნდებოდა სკოლიდან, სადაც მისი შვილები ამავე ავტომობილით მიიყვანა. პოლიციამ მამაკაცს ასეთ მდგომარეობაში სიარული აუკრძალა და უახლოეს მაღაზიაში ახალი საბურავის საყიდლად გაუშვა. სხვა მსგავსი მძღოლების გამოსაფხიზლებლად კი პოლიციამ  აღნიშნული საბურავის ფოტო გამოაქვეყნა.


Back to Top ↑