Published on: 02 April 2017
დღის გმირი – დავით ქაჯაია!
დღეს 2 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე,ძარიან ავტომობილებს შორის TCR -ის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპის რობოლების 2 რაუნდი გაიმართა. პირველ რაუნდში ქართველმა მრბოლელმა დავით ქაჯაიამ გაამართლა გულშემატკივრების იმედები და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საერთო ჩათვლაში დამატებით 25 ქულა მოიპოვა, რასაც გუშინდელ კვალიფიკაციაზე მოპოვებული პოულ პოზიციის 5 ქულაც ემატება და ქაჯაია 30 ქულით ლიდერობს.
მეორე რაუნდზე დათამ პირველი რაუნდის შედეგის გამეორება ვერ შეძლო და 8 -ე პოზიციაზე გავიდა, რაც +4 ქულას ნიშნავს. მოგვიანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაჯარიმდნენ დათას წინა პოზიციაზე მყოფი მრბოლელები ჰუგო ვალენტე და რობერტო კოლჩიაგო, რის შედეგადაც დავით ქაჯაიამ 6-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და +8 ქულა მიიღო. საერთო ჩათვლაში TCR -ის ქართველი მრბოლელი 38 ქულით ლიდერობს.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო ჩემპიონატის პირველი ეტაპი, დარჩენილია 9 ეტაპი და ჯერ ყველაფერი წინაა.შემდეგი რბოლა ამ თვის 16 რიცშხვში ბაჰრეინში გაიმართება. წარმატებები ვუსურვოთ დავით ქაჯაიას.
დღევანდელი რბოლების Live რეჟიმში ყურება ჩვენს მომხმარებელს ჩვენს Facebook გვერდზე შეეძლო, გთავაზობთ ჩანაწერებს.
რაუნდი 1 .
TCR – მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი ძარიან ავტომობილებს შორის რუსთავის ავტოდრომზე.ვუგულშემატკივროთ Davit Kajaia დათა ქაჯაია -ს.#goDATAgo
Posted by Driver.ge on Sonntag, 2. April 2017
რაუნდი 2.
TCR – მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი ძარიან ავტომობილებს შორის.რბოლა #2.ის ვინც პირველად შემოგვიერთდა შეგახსენებთ, რომ დავით ქაჯაიამ პირველ რბოლაში პირველი ადგილი დაიკავა.#goDATAgo
Posted by Driver.ge on Sonntag, 2. April 2017