ვიდეო

Published on: 01 April 2017

დავით ქაჯაია კვალიფიკაციაზე პირველ ადგილს იკავებს

დღეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატის – TCR -ის პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო სესიები გაიმართა. ქართველმა მრბოლელმა დავით ქაჯიამ პირველი ადგილი დაიკავა და  მიღებული ქულებით ის ამ მომენტისთვის პირველ ადგილს იკავებს.

“შესანიშნავი გრძნობაა იყო პოულ პოზიციაზე და შესაბამისად  აქ, ჩემს სამშობლოში, ჩემი ფანებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც მხარს მიჭერდა, ჩემი პირველი პოულ პოზიციის მოპოვებით ძალიან ვამაყობ. მადლობა მინდა გადავუხადო მთელ გუნდს შესანიშნავი მუშაობისთვის…” – განაცხადა დავით ქაჯაიმ.

დღევანდელი საკვალიფიკაციო სესიების ნახვა Live რეჯიმში, მომხმარებელს ჩვენი Facebook ფეიჯის საშუალებით შეეძლო.

TCR Live

?TCR – ძარიანი ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი რუსთავის ავტოდრომზე.?1-2 საკვალიფიკაციო სესიები.ვუგულშემატკივროთ ქართველ მრბოლელს.#goDATAgo

Posted by Driver.ge on Samstag, 1. April 2017

ხვალ, თბილისის დროით 13:00 -ზე ჩვენი ფეისბუქის გვერდის საშუალებით შეგიძლიათ Live რეჟიმში თვალი ადევნოთ რუსთავის ავტოდრომზე მიმდინარე რბოლას.

წარმატებები დავით ქაჯაიას. #goDATAgo

თეგები: , , ,


Back to Top ↑