სტატიები

Published on: 05 October 2015

დასახელდა ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდები

კომპანია Interbrand -მა განაახლა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი. TOP ასეულში მოხვდა 14 საავტომობილო კომპანია, რომელთა შორის ლიდერობს იაპონური Toyota.

საავტომობილო ბრენდებს შორის პირველ ადგილზე გასული Toyota -ს საბაზრო ღირებულება 49,048 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იაპონურ კომპანიას ასევე საშუალებას აძლევს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მეექვსე ადგილზე ყოფნას. Toyota -ს ღირებულება წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16% -ით. საავტომობილო ბრენდებს შორის მეორე ადგილზე გავიდა BMW (37,212 მილიარდი დოლარი), ხოლო მესამე ადგილი დაიკავა Mercedes-Benz -მა (36,711 მილიარდი დოლარი).

 

ერთადერთი საავტომობილო მარკა რეიტინგში, რომლის საბაზრო ღირებულებაც შემცირდა ეს არის Volkswagen -ი, რომელიც 12,545 მილიარდ დოლარად არის შეფასებული (-9% წინა წელთან შედარებით). ყოველ შემთხვევაში ამან ხელი არ შეუშალა გერმანელებს დაეკავათ მეხუთე ადგილი. პირველად Interbrand -ის რეიტინგში მოხვდა საავტომობილო მარკა Mini.

Interbrand -ის მიხედვით 2015 წლის ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდები

  1. Toyota ($49,048 მლრდ., +16%)
  2. BMW ($37,212 მლრდ., +9%)
  3. Mercedes-Benz ($36,711 მლრდ, +7%)
  4. Honda ($22,975 მლრდ, +6%)
  5. Volkswagen ($12,545 მლრდ, -9%)
  6. Ford ($11,578 მლრდ., +6%)
  7. Hyundai ($11,293 მლრდ., +8%)
  8. Audi ($10,328 მლრდ, +5%)
  9. Nissan ($9,082 მლრდ., +19%)
  10. Porsche ($8,055 მლრდ, +12%)
  11. Kia ($5,666 მლრდ, +5%)
  12. Chevrolet ($5,133 მლრდ, +2%)
  13. Land Rover ($5,109 მლრდ, +14%)
  14. Mini ($4,243 მლრდ, დებიუტი)

თეგები: , , , , , , , , , , , , , ,


Back to Top ↑