სტატიები

Published on: 12 February 2017

დასახელდა 2017 წლის ყველაზე საოჯახო სედანი

პოპულარულმა ამერიკულმა ტელეჟურნალმა MotorWeek -მა Choice Award 2017 -ის ნომინაცია Best Family Sedan -ის გამარჯვებული დაასახელა.

MotorWeek -ი ყოველწლიურად აფასებს ახალ მსუბუქ ავტომობილებს, ყველგანმავლებს და სატვირთოებს ისეთ პარამეტრებში, როგორებიცაა: ინოვაციურობა, საწყისი ფასი, საიმედოობა და შენახვის ხარჯების მოცულობა. სედანის ძარაში საუკეთესო საოჯახო ავტომომობილად დასახელდა Ford Fusion -ი ( ევროპაში ცნობილი როგორც mondeo).

აცხადებენ, რომ Ford Fusion – პირველი ავტომობილია ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელმაც მიიღო ადაპტიური კრუიზ-კონტროლი და ქვეითების ამოცნობის სისტემა. ეს მხოლოდ ორი ოფციაა იმ ოციდან, რომლებიც აქტიურ და პასიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

შტატებში საუკეთესო საოჯახო სედანის ყიდვა სხვადასხვა ძრავების გამაში არის შესაძლებელი, მაგრამ როგორც Motorweek -ი ირწმუნება საუკეთესო არჩევანი მაინც V6 EcoBoost -ის 2,7 ლიტრი მოცულობის აგრეგატით აღჭურვილი Fusion -ია.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑