Published on: 28 March 2019
Daimler-მა ერთ-ერთი თავისი მარკა ჩინელებს “გაუზიარა”
კონცერნმა Daimler-მა და ჩინურმა Geely-მ ერთობლივი პროექტის შესახებ გამოაცხადეს, რომელიც Smart-ის ბრენდის ქვეშ გამოვა. საუბარია ელექტრონულ მოდელზე, რომლის წარმოებაც ჩინეთში გაეშვება და მსოფლიო ბაზარზე გამოსვლა 2022 წლისთვის არის მოსალოდნელი.
Daimler AG-ის მიერ Smart-ის ბედის ამგვარი წარმართვა განპირობებულია იქიდან, რომ მარკა კონცერნის ფინანსურ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და რომ მასზე პატარა მოთხოვნაა. ექსპერტების შეფასებით ბოლო 20 წელში წაგებამ მილიარდობით დოლარს მიაღწია. ამგვარად “სმარტის” გადარჩენა გერმანელებმა Geely-ის მიანდეს.
შეთანხმების საფუძველზე, Daimler-ი და Geely-ი მოგებიდან თანაბარ 50%-ს მიიღებენ. საწარმოო გეგმა და სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.