Uncategorized

Published on: 28 November 2014

დაბალპროფილიანი საბურავები – რა არის ეს? დადებითი და უარყოფითი მხარეები.

211000067_09

სტატიაში მოგიყვებით დაბალპროფილიანი საბურავების დადებით და უარყოფით მხარეებზე. ღირს თუ არა დაბალპროფილიან საბურავებზე გადასვლა და რა მნიშვნელობა აქვს ამას?

თუ ვკითხავთ ავტომობილის ტიუნინგის ენთუზიასტს, მისი აზრით რა განასხვავებს “მაგარ ავტომობილს” ჩვეულებრივისგან? პირველ განმასხვავებელ ნიშნებს შორის მოვისმენთ დაბალპროფილიან საბურავებს. მართლაც, ავტომობილის საბურავი დისკების დიდი რადიუსითა და რეზინის ვიწრო ზოლით გამოიყურება უფრო ლამაზად და აგრესიულად. მაგრამ როგორ აისახება ეს ავტომობილზე? რომელმაც არა მარტო თვალი უნდა გაახაროს, არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილის საიმედო გადაადგილება.

მოდით თავიდან გავერკვიოთ თუ რას ნიშნავს დაბალპროფილიანი რეზინა.  როგორც ყველამ ვიცით საბურავების სტანდარტული მარკირება მაგალითისთვის გამოიყურება ასე: 235/45 R20. შეგახსენებთ, რომ ციფრი R -ის შემდეგ აღნიშნავს დისკის დიამეტრს. ( იზომება დიუმებში).  235/45 გვიჩვენებს, რომ საბურავის სიგანე შეადგენს 235 მილიმეტრს და საბურავის პროფილის სიმაღლე ამ სიგანესთან მიმართებაში წარმოადგენს 45% -ს.თავდაპირველად ითვლებოდა, რომ  თუ ეს მაჩვენებელი ნაკლებია 70%-ზე ესეიგი ეს რეზინა ითვლება დაბალპროფილიანად. ახლა კი დაბალპროფილიანად ითვლება რეზინა, რომლის მაჩვენებელიც 55% – ზე ნაკლებია.

სილამაზის გარდა სხვა რისთვის არის საჭირო დაბალპროფილიანი საბურავები? აქ ყველაფერი გარკვეულია – ყოველწლიურად ავტომობილები უფრო ძლიერები, შესაბამისად კი უფრო სწრაფები ხდებიან. დიდი სიჩქარე კი თავისთავად ითხოვს სამუხრუჭე სისტემის უფრო დიდ ხარისხს, რომელიც განისაზღვრება ორი პარამეტრით: სამუხრუჭე სისტემის დისკის ზომითა და საბურავის გზასთან კონტაქტის ფართობით. შესაბამისად თუ გვინდა, რომ გავზარდოთ მუხრუჭის ხარისხი, აუცილებელია გაიზარდოს სამუხრუჭე დისკის დიამეტრი. ამ ბოლო ხსენებულის გაზრდა კი ხდება პროფილის სიმაღლის კომპენსირებით.

საბურავის გზასთან კონტაქტის ფართობის გასაზრდელად საჭიროა გავზარდოთ საბურავის სიგანე, ამასთანავე ეს დადებითად მოქმედებს ჰაერის რაოდენობაზე საბურავში ( რომელიც შემცირდა პროფილის სიმაღლის კომპენსირებისას). ამიტომ დაბალპროფილიანი საბურავების სიჩქარის მახასიათებლები საგრძნობლად დიდია ჩვეულებრივ საბურავებთან შედარებით. მათი სიჩქარის ინდექსი იწყება “H” -დან (210კმ/სთ), ხოლო სტანდარტულად ითვლება “V” (240 კმ/სთ) და მხოლოდ ამით არ შემოისაზღვრება …

მაშ ასე, რას გვაძლევენ დაბალპროფილიანი საბურავები?  მაღალ სიჩქარისა და სამუხრუჭე სისტემის გაზრდილ მახასიათებლებზე უკვე გავერკვიეთ. დაბალპროფილიანი საბურავების დახმარებით ავტომობილი ნაკლებად სრიალდება მოსახვევში შესვლისას, რაც გზასთან მოჭიდებისა და ამასთანავე მართვადობის გაზრდას გულისხმობს.

მაგრამ ყველაფერ კარგს თავისი ფასი აქვს.

  • დაბალპროფილიან საბურავებში დაკარგულია ამორტიზაციის ხარისხი, რომელიც გამოწვეულია საბურავებში ჰაერის რაოდენობის შემცირებით.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია, მსუბუქად რომ ვთქვათ, ჩვენი არაიდეალური გზის საფარისთვის. დაბალპროფილიანი საბურავებით მათზე სიარულისას განსაკუთრებით შეიმჩნევა განსხვავება კომფორტს შორის. მოკლედ რომ ვთქვათ დაბალპროფილიანი საბურავებით ცუდ გზაზე სიარულისას ზიანდება სავალი ნაწილები, შესაძლებელია დისკის დაღუნვაც.

  • დაბალპროფილიანი საბურავები შედარებით უფრო ხშირად ფუჭდება.
  • აკვაპლანირებისკენ მიდრეკილების გაზრდა –  დაკავშირებულია საბურავის სიგანის გაზრდასთან, რომლისგანაც რთულდება წყლის გამოდევნა.
  • საჭის ჰიდროგამაძლიერებელზე დატვირთვის გაზრდა.
  • პრობლემები საბურავის დაყენებისას –  მოძველებული აღჭურვილობა ვერ უზრუნველყოფს დაბალპროფილაინ საბურავებთან მუშაობას.
  • საბურავებში წნევის დონისადმი ყურადღების გაზრდა – მისი გაზომვა გაცილებით ხშირად უნდა მოხდეს, რადგან წნევის მცირე დაკარგვამაც არასასიამოვნო შემთხვევები შეიძლება გამოიწვიოს.
  • ფასი – იმის გარდა, რომ დაბალპროფილიანი საბურავები ძვირი ღირს, მასთან ერთად მოგიწევთ დისკების გამოცვლაც და უფრო დიდი რადიუსიანის დაყენება.

ახლა კი როდესაც იცით დაბალპროფილიანი საბურავების უარყოფითი და დადებითი მხარეები, იმის გათვალისწინებით თუ როგორი ტარების სტილი გაქვთ, როგორ გზებზე დადიხართ და როგორი ფინანსური შესაძლებლობები გაქვთ, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ გიღირთ თუ არა დაბალპროფილიან საბურავებზე გადასვლა.

თეგები: ,


Back to Top ↑