სტატიები

Published on: 19 August 2015

დაარღვია პოლიციელმა – დაჯარიმდა მოქალაქე

ესპანელმა ავტომობილის მძღოლმა  გადაწყვიტა შეერცხვინა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საპატრულო Nissan Qashaqi ინვალიდებისთვის განკუთვნილ ადგილას დააპარკინგეს. მძღოლმა სურათი გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ გადაწყვიტა დაესაჯა არა თავისი თანამშრომლები, არამეტ ფოტოს ავტორი. ესპანეთში მოქმედებს ასეთი კანონი, რომელიც კრძალავს სამართალდამცავებისთვის სურათის  გადაღებასა და რაიმე ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მათი პროფესიული საქმიანობის დეტალებს ამხელს.

იქიდან გამომდინარე, რომ სურათის ავტორი ქალბატონი არ მალავდა საკუთარ სახელს, ადგილობრივ სამართალდამცავებს არ გაუჭირდათ მისი საფოსტო ინდექსის გაგება და მასზე საჯარიმო ქვითრის გაგზავნა, რომელიც 800 ევროს ოდენობით ვალდებულებას გულისხმობს.

თეგები: , ,


Back to Top ↑