Published on: 03 December 2014
ცნობილი გახდა ინფორმაცია ახალ BMW 7-Series -ის ძრავაზე
7-Series -ის საბაზისო ძრავა, როგორც ნავარაუდები იყო , იქნება 4 ცილინდრიანი და მისი მოცულობა შეადგენს 2,0 ლიტრს. ასეთი მოდიფიკაცია მიიღებს ინდექსს 730 i და განავითარებს 260 ცხენის ძალას. შემდეგ დონეს წარმოადგენს 6 ცილინდრიანი ტურბინირებული აგრეგატი 330 ცხენის ძალით (750 i და 750 Li). ასევე იქნება 750 i და 750 Li მოდელების V 8 ძრავის ვერსიებით და განავითარებენ 460 ცხენის ძალას. ამ ხაზის სათავეში იქნება 6,6 ლიტრი მოცულობის V 12 ძრავა, რომელიც ცნობილია RR Ghost -ით და განავითარებს 570-600 ცხენის ძალას.
რაც შეეხება დიზელზე მომუშავე ძრავებს, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც თუ ისე ბევრია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ყველაზე მარტივი ვარიანტი იქნება 730 d და აღიჭურვება 272 ცხენის ძალის მქონე ძრავით. რაც შეეხება ჰიბრიდს, მომავალი 7-series -ი მიიღებს ორ ჰიბრიდულ ძრავას. პირველი 275 ცხენის ძალიანი ძრავით აღჭურვილი იქნება 730 e, ხოლო 740 e და 740 Le აღჭურვილები იქნებიან 400 ცხენის ძალიანი სისტემით.