სტატიები
Published on: 17 July 2015
Citroen -ი ოთხადგილიან ელექტრონულ კაბრიოლეტს გამოუშვებს
PSA Peugeot Citroen -მა და ფრანგულმა კორპორაცია Bollore Group -მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც Citroen -ი დაკავდება სრულიად ელექტრონული კაბრიოლეტის აწყობითა და გაყიდვით.
თვითონ მოდელი შემუშავებულია Bollore Group -ის სპეციალისტების მიერ, თუმცა მისი წარმოება დაეკისრება რენნეში არსებულ PSA -ს ქარხანას, ხოლო რეალიზაცია Citroen -ის სადილერო ქსელს. მოდელმა მიიღო სახელი Bluesummer -ი. როგორც სახელიდან ჩანს ავტომობილი გათვლილია ზაფხულისთვის და იტევს ოთხ ადამიანს. დამუხტულს შეუძლია 200 კილომეტრის დაფარვა. ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე არის 110 კმ/სთ.