სტატიები

Published on: 30 October 2017

ჩინეთში მოსფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე ტრამვაი ექსპლუატაციაში გაეშვა

ჩინეთის ქალაქ ტანშანში ფუნქციონირება დაიწყო მსოფლიოში პირველმა ტრამვაიმ, რომელიც წყალბადზე მუშაობს. აღინიშნება, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების მუშაობის დროს არანაირი მავნე ნივთიერება არ გამოიყოფა. ტრანვაი შემუშავებული იქნა ჩინური სარკინიგზო კორპორაციის China Railway Rolling Corporation (CRRC) Tangshan CO -ს მიერ. ტრანსპორტის საწვავით შესავსებად სულ რაღაც 15 წუთი არის საჭირო. მაქსიმალური სიჩქარით (75 კმ/სთ) მას შეუძლია ერთ დამუხტვაზე 40 კმ დაფაროს.

ტრამვაის შემადგენლობაში ჯერ-ჯერობით სამი ვაგონია, რომლებიც აღჭურვილია 66 დასაჯდომი ადგილით. ის გადაადგილდება რელსებზე, რომელთა ასაკიც 136 წელს შეადგენს.

თეგები:


Back to Top ↑