Published on: 31 January 2018
ჩინეთში მძღოლებს, რომლებიც ავტომობილით არ ივლიან, თანხას გადაუხდიან
პეკინის მთავრობა მოქალაქეებს ფულის სახით აძლევს მოტივაციას, რომ მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ. ამ ინიციატივით გამოვიდა ქალაქის ეკოლოგიის სამსახური. იმისათვის, რომ ავტო მფლობელმა ფული მიიღოს საჭიროა ჩინეთში ცნობილი საკომუნიკაციო აპლიკაციის WeChat -ის საშუალებით მიიღოს წვდომა პლატფორმა “მწვანე მოგზაურზე”. შემდეგი ნაბიჯი არის ის , რომ მძღოლმა უნდა დააყენოს “სპეციალური მოწყობილობა”, რომელიც ითვლის ტარების დროსა და საწვავის დანახარჯს.
წყაროს ინფორმაციით, ყოველდღიურად ავტომფლობელმა ავტომობილის ტარებაზე უარის თქმით შეძლებს 0,5 იუანის მიღებას, რაც ჩვენ ფულზე დახლოებით 20 თეთრს უდრის. ცოტაა? იმისათვის, რომ ამ შეთავაზებით ხელისუფლებამ მოსახლეობა უფრო მოხიბლოს მათ დამატებით მოიზიდეს კერძო კომპანიები, რომლებიც დამატებით 20 იუანამდე დაამატებენ ( ეს თანხა იქნება ბონუს ქულების სახით და მათი დახარჯვა მაღაზიებში იქნება შესაძლებელი).