ვიდეო

Published on: 14 December 2017

ჩინეთში ავტომობილის შეძენის ახალი მეთოდი წარმოადგინეს

Youtube -ში განთავსებული ვიდეო რგოლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ Tmall.com -ის სერვისის საშუალებითა ავტომობილის შეძენა იმაზე ძნელი არ იქნება ვიდრე “გაზიანი სასმელის”. სავარაუდოდ მყიდველს საშუალება ექნება ჩაეწეროს ქუჩაში დანახული ნებისმიერი ავტომობილის ტესტ დრაივზე. ამისათვის აუცილებელია გადაუღოს ფოტო დაინტერესებნულ მოდელს და ატვირთოს სპეციალურ აპლიკაციაში. შემდგომ პროგრამა შეატყობინებს პოტენციურ მომხმარებელს არის თუ არა ავტომობილი ხელმისაწვდომი და როდის შეუძლია მას ტესტ-დრაივზე მისვლა.

იმ შემთხვევაში თუ კლიენტს ყველაფერი აწყობს, მაშინ იღებს სელფის ( პიროვნების დასადასტურებლად) და მიდის ავტომობილის გამოსაყვანად კატის ფორმის სპეციალური აპარატიდან. მძღოლს სალონშივე შეუძლია გაიყვანოს ავტომობილი სამი დღით ან იყიდოს ის იქვე.

მოკლედ ავტომობილის მსგავსი ტიპით შეძენა შეეძლებათ Sesame Credit -ის (Alibaba -ს სარეინტინგო სისტემა.)  კარგი რეიტინგის მქონე პირებს. ნებისმიერს, ვისაც ექნება 750 ქულაზე მეტი, შეეზლება ონლაინში აირჩისო სასურველი ავტომობილი, შეიტანოს პირველი შენატანი – ავტომობილის ღირებულების 10%, რის შემდგომაც შეეძლება მისი გაყვანა. შემდგომ კი კლიენტმა Alipay -ს საშუალებით ყოველთვიური გადახდებით სრულად უნდა დაფაროს ავტომობილის ღირებულება.

 

თეგები: ,


Back to Top ↑