Published on: 13 May 2015
ჩინელმა $245 -ად ავტომობილი ააწყო
შანხაიში მცხოვებმა 60 წლის სიუ ჟიუნმა თავისი ხელით ააწყო მინიატურული ავტომობილი, რომელიც სულ რაღაც 1 500 იანი (დაახლოებით $245) დაუჯდა.
იქიდან გამომდინარე, რომ მას არ გაუვლია დიზაინერული კურსები, მისი სითიქარი, რბილად რომ ვთქვათ, ვიზუალურად არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ერთი შეხედვით ავტომობილი მოგვაგონებს სავარძლით აღჭურვილ მტვერსასრუტის ჰიბრიდს. ავტომობილის სიგრძეა 60 სმ, სიგანე -35 სმ, სიმაღლე კი 40სმ -ია.
სიუ ჟიუნის ქმნილებას აქვს ნამდვილი ძრავა, რომლის პარამეტრებიც სამწუხაროდ უცნობია. ავტომობილი აღჭურვილია ასევე გაზის,მუხრუჭისა და ცეპლენიის სატერფულებით, ასევე გადაცემათა კოლოფით, უკანა და წინა ფარებით, აუდიოსისტემით – როგორც ნამდვილ ავტომობილს შეეფერება.