სტატიები
Published on: 22 March 2018
ჩინელებმა უჩვეულო და ძალიან ძვირადღირებული SUV ტიპის ავტომობილი შექმნეს
კომპანია IAT-მა, რომელიც არც თუ ისე ძალიანაა ცნობილი, შექმნა პლანეტაზე ყველაზე ძვირადღირებული SUV ტიპის ავტომობილი. ამასთან მას არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია: აიღო პიკაპი Ford F-550 და შეიმუშავა მასზე მორგებული ორიგინალური ბრონირებული ძარა. ავტომობილი აღჭურვილია 6,8 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 400 ცხ.ძ. ეს მონსტრი ექვს ტონას იწონის და 140 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
ბაზური ოთხადგილიანი ვერსია 2 მილიონ დოლარად გაიყიდება, ხოლო ექვსადგილიანი და ექვს კარიანი – 3,8 მილიონად. სულ გამოშვებული იქნება ცხრა ასეთი ავტომობილი.