სტატიები
Published on: 14 March 2017
ჩინელებმა შექმნეს ავტომობილი, რომელშიც სპეციალურად ძილი იქნება შესაძლებელი
კომპანია NIO -მ, ადრე ცნობილმა როგორც NextEV -მა, წარმოადგინა თავისი ახალი კონცეპტი Nio Eve, რომლის სალონიც დასასვენებელ ზონას უფრო მოგვაგონებს.
ეს უპილოტო ავტომობილი Nio -სთვის მეორეა. 2020 წლისთვის კომპანია გეგმავს აშშ -ში ავტომობილის სერიული ვერსიები საერთო მოხმარების გზებზე გამოიყვანოს.
იქიდან გამომდინარე, რომ კონცეპტი შემუშავებული იქნა როგორც უპილოტო, ის არ არის აღჭურვილი საჭითა და პედლებით. მას ხელოვნური ინტელექტი NOMI მართავს. ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ Eve სრულიად ელექტრონული იქნება.