Published on: 22 October 2015
Chevrolet -ში SEMA -სთვის Camaro მოამზადეს
SEMA -ს პრემიერების გრძელ სიას Chevrolet Camaro შეემატა – ახალი თაობის ორკარას Red Line Series ვერსიაში აჩვენებენ.
ავტომობილის რეცეპტი შემდეგია: ძირითად ფერად აღებულია Enhanced Silver Metallic -ი, დაბურული შუშის მქონე შავი სახურავი, ზოგადად ბევრი ბნელი აქცენტი ობვესში და წითელი აქცენტის მქონე 20 დიუმიანი დისკები.
ასევე დადაბლებულია სავალი ნაწილი, ხოლო ოპტიკა ჩვენი აზრით ზედმეტად დაბურულია. Chevrolet -ში სალონს ჯერ-ჯერობით არ გვანახებენ, მაგრამ ბევრ მეტალის აქცენტსა და განსაკუთრებულ ხალიჩებს გვპირდებიან.
ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება აქ განსაკუთრებული არაფერია. Red Line Series -ისთვის აიღეს ავტომობილის არა SS -ვერსია, არამედ ორლიტრიანი 4 ცილინდრის მქონე ტურბო ძრავა ან 3,6 ლიტრიანი V6. ბოლო სხვათაშორის გამოიმუშავებს 304 ცხენის ძალას.