სტატიები

Published on: 13 November 2017

Chevrolet -მა ისტორიაში ყველაზე მძლავრი Corvette წარმოადგინა

დუბაიში Chevrolet Corvette ZR1 -ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სპორტქარის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ვერსია გახდა. ახალ მოდელში პირველ რიგში აღსანიშნავია 6,2 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი LT5 ძრავა (755 ცხ.ძ. და 969 ნმ), რომელიც აღჭურვილია General Motors -ის კონბინირებული შეშხაპუნების სისტემით. უმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ძრავა წარმოადგენს LT4 -ის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომლითაც Chevrolet Corvette Z06 არის აღჭურვილი,  ის ყველაძე ძლიერი ძრავაა, რომლითაც ოდესმე Corvette აღჭურვილა. ( ტიუნინგ ატელიეების ნამუშევრები არ იგულისხმება).

მყიდველისთვის ერთდროულად ორი გადაცემათა კოლოფი იქნება შეთავაზებული: შვიდსაფეხურიანი მექანიკა და რვასაფეხურიანი “ავტომატი”.  ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 338 კმ/სთ -ს შეადგენს. უცნობია 0-100 კმ/სთ აჩქარების დრო. როგორც შემქმნელები ირწმუნებიან აეროდინამიკის ახალი მახასიათებლები ავტომობილის მოჭიდებას 70% -ით გაზრდიან ( Z06 -თან შედარებით). ასევე დიდი ყურადღება მიექცა ძარის წინა ნაწილში განთავსებულ ჰაერის წინამღობს. ZR1 აღჭურვილია 13 რადიატორით, რომლებიც უზრუნველყოფენ ავტომობილის სხვადასხვა აგრეგატების გაგრილებას. ყველაზე მძლავრი “კორვეტი” გაყიდვაში შემდეგი წლის გაზაფხულს გამოვა, ფასი და ავტომობილის ტირაჟი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑