სტატიები

Published on: 20 March 2015

Chevrolet -მა 2016 წლის Camaro -ს რამოდენიმე დეტალი გაამხილა

Chevrolet -ი ნელ-ნელა ამხელს ახალი Camaro -ს დეტალებს, რომლის პრემიერაც შედგება 16 მაისს. კომპანიის თქმით მომავალი “კამარო” 70% ით სრულიად ახალი იქნება.

რიგით მეექვსე Camaro მიიღებს კუზაოს ახალ პანელებს, ახალ სავალ ნაწილებსა და სალონს. ავტომობილის წინა ნაწილი გაიზრდება სიგრძესა და სიგანეში, ამასთან ერთად ამჟამინდელ ვარიანტთან შედარებით მსუბუქი იქნება, ასევე აღიჭურვება გაუმჯობესებული 6,2 ლიტრი მოცულობის მქონე V8 ძრავით – როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ძრავი შეიცვლება დაახლოებით 20% -ით.

e8561ad9261dd611e3de0ecfb3  რა თქმა უნდა V8 ჩაჯდება სარედაქციო ვერსიაში. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. დაველოდოთ, იმედია კომპანია შემდეგი ორი თვის განმავლობაში გაგვახარებს ახალი დეტალებით. მანამდე კი საშუალება გვეძლევა დავტკბეთ ტიზერებითა და ავტომობილის ძრავის ხმით.

e63e68406d58334aab2a40e6ae

 

 

თეგები: , ,


Back to Top ↑