Published on: 27 April 2015
Bulldog – Honda -ს ახალი კონცეპტი
“ძაღლი” -ს სახელი დაგვეთანხმებით, რომ მოტოციკლთან მიმართებაში ძალიან უცნაურად ჟღერს, თუმცა Honda აცხადებს, რომ მათ “მოიფიქრეს” ახალი სიტყვა მოტოციკლის ინდუსტრიაში. მთავარ იდეას ისინი აღნიშნავენ, როგორც ” საყვარელი პარტნიორი მოგზაურობისთვის”, რომელიც პატრონს დაეხმარება დატკბეს ბუნებითა და მოგზაურობით.
მოტოციკლი ნამდვილად წააგავს ბულდოგს. მას აქვს არც თუ დიდი სიმაღლე, აღჭურვილია 15 დიუმიანი ბორბლებით და ორმაგი წინა ფარებით. საერთო ჯამში კი მოტოციკლი უხეშად გამოიყურება.
მოტოციკლის ძალურ აგრეგატს წარმოადგენს ორცილინდრიანი ძრავა, რომელსაც აქვს ოთხტაქტიანი სითხის გამაგრილებელი. ძრავის მოცულობა შეადგენს 400 კუბ. სმ. -ს. მოტოციკლი საკმაოდ მძლავრია იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი როგორც ქალაქში ისე ბუნებაშიც.