Published on: 06 February 2017
ბრიტანელი სიმაღლის გამო მართვის მოწმობის გარეშე დარჩა
26 წლის ნიუკასლელი ადამ ელიოტი სახიფათოდ მართვაში დაადანაშაულეს. თუმცა ის ირწმუნება, რომ ეს შეცდომაა. ის ავტომობილს მართავდა დაჯდომილ მდგომარეობაში და არა ფეხზე მდგომი, როგორც მას ბრალს დებენ. ეს ყველაფერი კი მისი სიმაღლის გამო მოხდა – ორი მეტრა.
მოსამართლე დარწმუნებულია, რომ მან ეს სხვა მძღოლებთან “გამორჩევის” მიზნით გააკეთა. “ეს ძალიან სახიფათო იყო” – დაამატა მოსამართლემ.თავდაპირველად ელიოტმა თავისი დანაშაული აღიარა. თუმცა შემდგომ მოსმენაზე განაცხადა, რომ მას ბრალი არაფერში მიუძღვის. მისი თქმით საქმე მის სიმაღლეშია: როდესაც ის საჭესთან ზის ისე ჩანს თითქოს ავტომობილს ფეხზე მდგომარე ატარებს. ელიოტის სიტყვებით მან თავდაპირველად დანაშაული იმის გამო აღიარა, რომ ასე “ურჩიეს”.
ელიოტი პროფესიით ავტოდილერი გახლავთ.”დანაშაულის” დროს ის Ford Ka -ს მართავდა. ელიოტს მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთვა. საბოლოო განაჩენი თებერვლის თვეში იქნება წარდგენილი.