სტატიები

Published on: 31 August 2015

ბრიტანელებმა 475 ცხ.ძ. -ის მქონე LR Defender -ი ააწყვეს

შესაძლოა თქვენ უკვე იცნობთ ბრიტანული კანტორა Kahn -ის LR Defender -თან დაკავშირებულ ნამუშევრებს. ადგილობრივ ბაზარზე არიან სხვა სპეციალისტებიc, რომლებიც ამ ავტომობილზე მუშაობენ. მაგალითად, კოვენტრიში ბაზირებული JE MotorWorks, რომელმაც წარმოგვიდგინა ახალი კომპლექსური გაუმჯობესებები.

სტანდარტულ V8 2,2 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავა ჩაანაცვლეს 4,7 ლიტრი მოცულობის ძრავით. JE MotorsWorks -ში ასე ადრეც გააკეთეს, მაგრამ მაშინდელი ძრავის სიმძლავრე შეადგენდა 450 ცხ.ძ. -ას, ხოლო ახლა კი 475 ცხ.ძ. -ას.

პროექტმა მიიღო სახელწოდება Zulu2. LR Defender -ზე მუშაობა შეეხო არა მარტო მის ძალურ აგრეგატს, ასევე მის ვიზუალსაც. აღიჭურვა ახალი ოპტიკით, სალონში შეიცვალა სავარძლები და მოპირკეთდა ორი ფერის ტყავით. ასევე ავტომობილმა მიიღო 18 დიუმიანი დისკები, სხვა გამოსაბოლქვი სისტემა, 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი… ერთი სიტყვით ყველაფერი ლამაზი სიცოცხლისთვის. რას იტყვით? მოგწონთ?

თეგები: , , ,


Back to Top ↑