სტატიები ბრიჯსტონის თასი

Published on: 11 August 2014

Bridgestone Black Sea Cup 2014 – 24 აგვისტოს ბათუმში გაიმართება!

24 აგვისტოს ქ. ბათუმში „Bridgestone Black Sea Cup“-ის ფარგლებში გაიმართება საავტომობილო წყვილთა რბოლა.

ბრიჯსტონის თასიმონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია.

კლასები დაიყოფა შემდეგნაირად: FWD(წინა წამყვანი), RWD(უკანა წამყვანი), AWD(ოთხივე წამყვანი).

მონაწილეები ერთმანეთს შეხვდებიან კენჭისყრით (კვალიფიკაციის გარეშე).

კლასების ფინალისტები და სამიდან ორი მესამე ადგილოსანი (კენჭისყრით) იბრძოლებენ თასის მოსაპოვებლად.

საპრიზო ფონდი: 8000 ლარი
გადანაწილდება შემდეგნაირად: კლასებში გამარჯვებულები (პირველადგილოსნები) მიიღებენ 1000 ლარს. პრიზიორები სხვადასხვა საჩუქრებს.
აბსოლუტური ჩათვლა – პირველი ადგილი 3000 ლარი, მეორე ადგილი 1500 ლარი, მესამე ადგილი 500 ლარი.

შეჯიბრზე არ დაიშვება ავტომობილი სპორტული (სლიკი) ან ნახევრად სპორტული (ნახევრადსლიკი) საბურავებით.

RWD (უკანა წამყვანი) კლასში დაშვებულია “LEGENDS CARS” ტიპის ბოლიდით ასპარეზობა საბურავების იგივე შეზღუდვებით.

მონაწილეობის საფასური 30 ლარი.

გულშემატკივართა დასწრება უფასოა.

რეგისტრაცია: 23 აგვისტო 19:00-21:00. სარბოლო ტრასის ტერიტორიაზე (იუსტიციის სახლთან).

კენჭისყრა: 24 აგვისტო 12:00-სთ
შეჯიბრის სტარტი: 24 აგვისტო 13:00-სთ
ფინალური შეჯიბრი: 20:00-სთ
დაჯილდოება: 20:30-სთ

თეგები: ,


Back to Top ↑