Published on: 11 September 2015
Brabus -ი ფრაკფურტში “თავის” Mercedes-AMG GT -ს გაგზავნის
Brabus -ი სერიოზულად მოემზადა ფრაკფურტის ავტოსალონისთვის – ტიუნერებს მიჰყავთ ახალი C63 AMG -ის საკუთარი ვერსია, 3000 ცხენის ძალის მქონე G-Class -ი და როგორც გაირკვა ასევე განსაკუთრებული Mercedes-AMG GT S -ი.
ორკარას S ვარიანტ ატელიეში “ასწავლეს” განავითაროს 0-100 კმ/სთ სიჩქარე სულ რაღაც 3,6 წმ -ში. ამასთან მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 325 კმ/სთ -ს. ძრავა წარმოადგენს V8 ბიტურბოს, რომლის ცხენის ძალაც Brabus -ში 90 -ით გაზარდეს (600 ცხ.ძ. სულ).
AMG GT არ დარჩა ტრადიციული კოსმეტიკური განახლებებისა და კარბონის გულუხვი პორციის გარეშე. მაგრამ ამის შესახებ უმჯობესია ფოტოებმა გიამბონ, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ხოლო სხვა დეტალებს ავტომობილის პრემიერის შემდგომ გაგაცნობთ.