ვიდეო
Published on: 07 November 2014
BMW M6 Gran Coupe 800 ცხ.ძ. -მდე “გააბრაზეს”
560 ცხ.ძ და 4,2 წამი 100კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად – ეს ცოტა არის? თუ თქვენი პასუხია “კი” და ავტოფარეხში გიყენიათ BMW M6 Gran Coupe, იცოდეთ რომ გერმანულ ატელიე PP-Performance -ეში ზემოთ მოყვანილი მონაცემების გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან 15 000 ევროდ.
ისინი ელექტრო ხრიკებისა და Akrapovic-ის გამოსაბოლქვი სისტემის საშუალებით, M6 -ის 4,4 ლიტრიან ძრავას 800 ცხენის ძალას განავითარებინებენ. ავტომობილი შეძლებს განავითაროს 330კმ/სთ სიჩქარე . მაშინ, როცა ჩვეულებრივი ოთხკარა M Driver’s პაკეტით 300 კმ/სთ ძლივს ანვითარებს. ნახეთ გააფგრეიდებული M6 Gran Coupe -ს სურათები და ვიდეო: