Published on: 08 June 2015
BMW -მ X1 -ის ახალი თაობა გამოიყვანა
BMW -მ ახალი თაობის X1 -ის ვირტუალური პრემიერა გამართა, რომლის პირველი საჯარო ჩვენება გაიმართება ფრანკფურტის ავტოსალონში. 2016 სამოდელო წლის ქროსოვერის გაყიდვები კი შედარებით მოგვიანებით დაიწყება.
პირველი რაც შეიძლება ითქვას, ის არის რომ, X1 გარეგნობით მიუახლოვდა სრულყოფილ ქროსოვერს. ავტომობილი აღიჭურვა ახალი ოპტიკით, ბამპერებითა და მრავალი სხვა დეტალებით, რითაც იგი უფრო სიმპატიური გახდა. x1 ხელმისაწვდომი იქნება ერთდროულად სამი კოსმეტიკურად განსხვავებული ვარიანტებით.
რაც შეეხება ავტომობილის სალონს, აქაც ყველაფერი ახლებურადაა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ახალი პროექციონული დისპლეი და 6,5 დიუმიანი თაჩსქრინის მქონე მულტიმედიური კომპლექსი. ასავე ყურადღებას იპყრობენ მძღოლის დამხმარე თანამედროვე ელექტრონული ხელსაწყოები და უსაფრთხოების სისტემა – ფრონტალური შეჯახების გამაფრთხილებელი და ა.შ.
ახალი X1 -ის ძრავების გამა შედგება 2,0 ლიტრი მოცულობის ოთხცილინდრიანი აგრეგატებისგან. ბენზინის ძრავები გამოიმუშავებენ 192 და 231 ცხენის ძალებს, ხოლო დიზელის ძრავები – 150, 190 და 231 ცხენის ძალებს. ახალი x1 -ის საწყისი ვერსია იქნება წინა წამყვანიანი და აღჭურვება 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ხოლო უფრო ძვირადღირებული ვერსიები აღიჭურვებიან ოთხ ცილინდრიანი ძრავებითა და 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.