Published on: 17 March 2015
BMW ჰიბრიდული X5 -ის სერიულ წარმოებას იწყებს
BMW -მ X5 xDrive4oe -ს ვირტუალური პრემიერა გამართა. ეს არის კროსოვერის პლაგინ-ჰიბრიდული ვერსიის ახალი თაობა, რომელიც არის კონცეპტ X5 eDrive -ს სერიული გაგრძელება, ფართო საზოგადოებამ იგი 2013 წელს იხილა. ახალმა მოდელმა მიიღო ბენზინ-ელექტრონული ძრავა, რომელიც ანვითარებს 313 ცხენის ძალასა და 450 ნმ ბრუნვის მომენტს.
უფრო დეტალურად რომ ვთქვათ 245 ცხენსა და 350 ნმ -ს ანვითარებს 4 ცილინდრიანი, 2 ლიტრი მოცულობის მქონე ტურბინირებული ძრავა, ხოლო ელექტრო ძრავაზე მოდის 113 ცხენის ძალა და 250 ნმ -ს. პირველად BMW -ს ისტორიაში პლაგინ ჰიბრიდი, რომელიც არ გამოსულა i-ბრენდის სახელით, აღჭურვილია ასევე 9 კილოვატიანი ლითიუმ-იონური ბატარეითა და 8 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით – Steptronic -ით. ყველაფერი ეს საშუალებას აძლევს ავტომობილს განავითაროს პირველი 100 კმ/სთ 6,8 წამში და ავიდეს ხელოვნურად შეზღუდულ მაქსიმალურ სიჩქარეზე – 210 კმ/სთ.
მხოლოდ ელექტროობაზე ავტომობილს შეუძლია გადაადგილდეს 120 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მანძილი შეადგენს 31 კმ-ს. როგორც BMW -ში იძახიან 2230 კილოგრამიანი კროსოვერი 100 კმ-ზე მოიხმარს 3,3-3,4 ლიტრ საწვავს.