Published on: 26 March 2019
BMW ჩინეთში განახლებულ X1 xDrive25Le-ს წარმოადგენს
2016 წელს ჩინეთში X1-ის ჰიბრიდული ვერსიის გაშვების შემდეგ BMW პრემიერისთვის განახლებულ კროსოვერ X1 xDrive25Le-ს ამზადებს. გერმანული კომპანია ჯერ არ ჩქარობს ოფიციალური ფოტოს გამოქვეყნებას და აცხადებს, რომ განახლებულ ჰიბრიდს შანხაის ავტოსალონში წარმოადგენს. ( ზემოთ ნაჩვენები ფოტო ახლანდელი თაობისაა).
ფოტოს არ გვიჩვენებს, მაგრამ სამაგიეროდ გერმანელები ჰიბრიდული X1-ის მახასიათებლებს გვიმხელენ. ავტომობილი აწყობილია LWB-ის ბაზაზე და აღიჭურვება “Smart Battery-ის” ტექნოლოგიით. ამასთან, BMW-ს თქმით, საწვავის საშუალო მოხმარება წინასთან შედარებით 72%-ით ნაკლები იქნება.
ელექტრონული ბატარეები იმუშავებენ 1,5 ლიტრი მოცულობის 3 ცილინდრიან ტურბინირებულ ძრავასთან შეთანხმებულად, რომლებიც ავტომობილის წინა ნაწილში განთავსდება, ხოლო ელექტრო ძრავები უკანა ნაწილში. ავტომობილის საერთო სიმძლავრე 231 ცხენის ძალა და 382 ნმ ბრუნვითი მომენტი იქნება.