Published on: 18 November 2014
BMW 2-Series Active Tourer -ის ჰიბრიდული მოდიფიკაცია
კომპანია BMW მუშაობს 2-Series Active Tourer – ის ჰიბრიდულ მოდიფიკაციაზე. რომლის გამოშვებაც დაგეგმილია 2015 წლისთვის.
მოდელი მიიღებს პრეფიქს eDrive -ს. ამასთან ერთად ავტომობილი იქნება ყველაწამყვანთვლიანი. სავარაუდოდ, ავტომობილი აღიჭურვება 136(220 ნმ) ცხენის ძალის მქონე 1,5 ლიტრი მოცულობის ბენზენის ძრავით, რომელიც მოძრაობაში მოიყვანს წინა საბურავებს. ხოლო უკანა სავალ ნაწილზე განთავსებული იქნება 100 (249 ნმ) ცხენის ძალის მქონე ელექტრო ძრავა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ BMW -მ ანალოგიური სისტემა გამოიყენა 2012 წელს დებიუტირებულ კონცეპტ Active Tourer -ზე. პროტოტიპი ანვითარებდა 190 ცხენის ძალას. 100 კმ- ზე (საიდანაც 29კმ ელექტრულია) საწვავის დანახარჯი წარმოადგენდა 2,5 ლიტრს. ხოლო 100 კმ სიჩქარეს ანვითარებდა 8 წამში.